"ტაქსი 24 ბიზნესი" -ს მომსახურების პირობები. ბოლო განახლების თარიღი 2014 წელი, 10 ნოემბერი

მომსახურების პირობების შესაძლებელია განვაახლოთ ნებისმიერ დროს, წინასწარი გაფრთხილების გარეშე. ახალი პირობები ძალაში შედის საიტზე მათი განთავსებისთანავე. 

რა არის ტაქსი 24 და როგორ მუშაობს?

ტაქსი 24 ცდილობს დააკავშიროს ტაქსის მსურველი ტაქსის მძღოლთან. წარმატებული დაკავშირების შემთხვევაში, ჩვენ ვიტოვებთ ტარიფის მცირე პროცენტს, რომელიც ჩვენი შემოსავლების ძირითადი წყაროა.

ჩვენ არ ვართ ტაქსო კომპანია. ტაქსი 24 არის მძღოლების ქსელი. გაერთიანება შეუძლია ნებისმიერ მძღოლს, თუ ის აკმაყოფილებს წევრობის კრიტერიუმებს. 

მძღოლები არ არიან ჩვენი კომპანიის თანამშრომლები. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ქსელში არ მოხვდეს არასათანადო რეპუტაციის მქონე მძღოლი. მიუხედავად ამისა, ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელი მძღოლის ქმედებებზე. 

ტერმინების განმარტება

მგზავრის ტარიფი. თანხა, რომელსაც მგზავრი თავაზობს მძღოლებს გამოძახების შესასრულებლად. შესაძლებელია გამოთვილი იქნეს Google რუქის დახმარებით ან განსაზღვროს მგზავრმა საკუთარი საჭიროებიდან გამომდინარე.
მძღოლის ტარიფი. თანხა, რომელსაც მძღოლი თავაზობს მგზავრს გამოძახების შესასრულებლად. მძღოლს აქვს უფლება შეცვალოს მგზავრის ტარიფი დადგენილ საზღვრებში.
შეთანხმებული ტარიფი. მგზავრის ტარიფი, რომელსაც დაეთანხმა მძღოლი ან მძღოლის ტარიფი, რომელსაც დაეთანხმა მგზავრი

მართვის პანელი

taxi24.ge/corporate/dashboard/ გვერდიდან შესაძლებელია მართოთ და აკონტროლოთ თქვენი ორგანიზაციის ტაქსით მომსახურების პროცესი.

შესაძლებელია:
  • თანამშრომლის დამატება ტაქსის გამოძახების უფლებით
  • თანამშრომლისთვის ტაქსის გამოძახების უფლების ჩამორთმევა
  • თანამშრომლების სიის ნახვა
  • ორგანიზაციის ყოველთვიური ჯამური ლიმიტის დაწესება
  • მიმდინარე თვეში შესრულებული გამოძახებების ჯამური თანხის ნახვა
  • მიმდინარე თვეში შესრულებული გამოძახებების ნახვა

ტაქსის გამოძახება

გამოძახება შესაძლებელია 24 საათის განმავლობაში 
2. taxi24.ge/corporate/beta გვერდიდან. მანძილი გამოძახების წერტილებს შორის იზომება Google რუქის საშუალებით.
3. 032 242 00 00 ნომერზე დარეკვით

ანდროიდის აპლიკაციის ან ვებ გვერდების საშუალებით გამოძახებისათვის, ყველა თანამშრომელზე უნდა გაიცეს მომხმარებლის სახელი და პაროლი. მომხმარებლის სახელი და პაროლი უნდა შექმნას ორგანიზაციის ადმინისტრატორმა.

სატელეფონო ზარით გამოძახებისას ტაქსი 24 -ის ოპერატორი გამოძახებას მიიღებს მხოლოდ უფლებამოსილი ნომრებიდან დარეკვისას. უფლებამოსილი ნომრები უნდა განსაზღვროს ორგანიზაციის ადმინისტრატორმა.

მგზავრის ტარიფის გამოთვლის წესი

taxi24.ge/corporate/ გვერდზე მგზავრის ტარიფი გამოითვლება შემდეგნაირად: მანძილი გამოძახების საწყის და საბოლოო წერტილებს შორის იზომება Google რუქის საშუალებით. მანძილი მრავლდება 1კმ ტარიფზე. მიღებული თანხა მრგვალება მომდევნო მთელ რიცხვამდე. თუ თანხა ნაკლებია 4 -ზე, ტარიფი იქნება 4 ლარი. 

მომსახურება ტარიფი
1 კმ 59 თეთრი
გამოძახების ადგილზე მისვლა 0 ლარი
10 წუთი ლოდინი 0 ლარი
მძღოლს აქვს უფლება შემოგთავაზოთ თავის ტარიფი.  მძღოლის შემოთავაზება შესაძლებელია იყოს არაუმეტეს 1.5 x მგზავრის ტარიფი.

ტაქსით მგზავრობას არ ჭირდება არავითარი ქვითრები.

მაგალითი: 
"1 რუსთაველის გამზ., თბილისი" და "1 ჭავჭავაძის გამზირი, თბილისი" წერტილებს შორის მანძილი Google რუქის მიხედვით არის 3.21 კმ. ტარიფი კილომეტრაჟის მიხედვით იქნება 1.89 (3.21 * 0.59). დამრგვალების შედეგად მგზავრის ტარიფი იქნება 4 ლარი.

ანგარიშწორება

ყოველი თვის 3 რიცხვამდე ტაქსი 24 გამოგიგზავნით ინვოისს წინა თვეში შესრულებული გამოძახებების შესახებ. ინვოისს გამოგიზავნით ელ. ფოსტის საშუალებით. გთხოვთ ინვოისში მითითებული თანხა გადმოგვირიცხოთ ინვოისის მიღებიდან 2 სამუშაო დღის განმავლობაში.

შპს "ტაქსი 24". საგადასახადო კოდი 404971946 
ანგარიშის ნომერი "თიბისი" ბანკში GE67TB7383236080100001

კონტაქტი

032 242 00 00. 24 საათიანი ქოლ ცენტრი მგზავრებისთვის 
577 44 00 18. კორპორატიული გაყიდვები. ზურაბ კერძევაძე
პეკინის გამზირი 34. თბილისი.
ტაქსი 24