1. შპს “ტაქსი 24”, შემდგომად ტექსტში კომპანია, ვალდებულია მგზავრის გამოძახება გამოაქვეყნოს  ვებ–გვერდზე taxi24.ge/m
  2. გამოძახების შესასრულებლად მძღოლი ვალდებულია ჩაიბაროს გამოძახება 
  3. მძღოლი ვალდებულია გამოძახების ჩაბარების ემთხვევაში შეასრულოს გამოძახება 
  4. მძღოლი ვალდებულია უსაფრთხოდ მიიყვანოს მგზავრი დანიშნულების ადგილზე
  5. კომპანია უფლებამოსილია, მძღოლს ჩამოაჭრას დეპოზიტიდან გამოძახების ტარიფის 10%, გამოძახების შესრულების დადასტურების შემდეგ
  6. კომპანია უფლებამოსილია არ მისცეს მძღოლს გამოძახების აღების საშუალება თუ მძღოლის დეპოზიტი არასაკმარისია 
  7. მძღოლი ვალდებულია მოემსახუროს მგზავრს ფხიზელ მდგომარეობაში
  8. მძღოლი ვალდებულია მოემსახუროს მგზავრს ტექნიკურად გამართული ავტომობილით
  9. მძღოლი ვალდებულია მოემსახუროს მგზავრს იმ ავტომობილით, რომლითაც გაწევრიანდა კომპანიაში
  10. მძღოლი ვალდებულია მიაკითხოს მგზავრს შეთანხმებულ დროს. 
  11. თუ მძღოლი ობიექტური მიზეზების გამო ვერ ახერხებს მგზავრთან შეთანხმებულ დროს მისვლას, ვალდებულია ამის შესახებ წინასწარ აცნობოს მგზავრს და კომპანიის ოპერატორს. წინააღმდეგ შემთხვევაში მძღოლს დაეკისრება ჯარიმა 30 ლარის ოდენობით.
  12. კომპანია  უფლებამოსილია ცალხმრივად შეცვალოს მომსახურების პირობები

ცნობარი