პატივცემულო  მძღოლებო,

სიახლე! პირველად საქართველოში, თქვენ გაქვთ უნიკალური შესაძლებლობა ტაქსის გამოძახებები იხილოთ თქვენ მობილურ ტელეფონში
 

კომპანია “ტაქსი 24” დაარსდა 2013 წელს,  რომლის დანიშნულებაა მგზავრებისა და მძღოლების პირდაპირი დაკავშირება.


  • “ტაქსი 24” განკუთვნილია მძღოლებისათვის, რომლებსაც ეხარჯებათ დრო და ფული მგზავრის ძიებაში

  • “ტაქსი 24” მგზავრებისგან მიღებულ გამოძახებებს მყისიერად აქვეყნებს ინტერნეტ საიტზე taxi24.ge/m

  • “ტაქსი 24” რაციიანი ტაქსის სამსახურებისაგან განსხვავებით საიტზე აქვეყნებს გამოძახების საწყის წერტილს, საბოლოო წერტილს და ტარიფს

დამატებით:
  • თავისუფალი ხართ ყოველთვიური ფიქსირებული გადასახადისაგან
  • თავისუფალი ხართ სამუშაო გრაფიკის არჩევაში
  • თავისუფალი ხართ გამოძახების არჩევაში
  • მუშაობთ თქვენი ტარიფებით

როგორ  გავწევრიანდე “თავისუფალ ტაქსში”?
  1. მობილური ტელეფონიდან შედით საიტზე taxi24.ge/m
  2. დააჭირეთ ღილაკს “გაწევრიანდი”
  3. მიუთითეთ მობილურის ნომერი, მანქანის მოდელი, მანქანის ფერი, პაროლი (4 ციფრი)
  4. გაეცანით მომსახურების პირობებს. თუ პირობები მისაღებია, მონიშნეთ გავეცანი და ვეთანხმები "თავისუფალი ტაქსის" მომსახურების პირობებს

  5. დააჭირეთ ღილაკს “გამაწევრიანე”. შედეგად, “ტაქსი 24-ში” თქვენს სახელზე გაიხსნება ყულაბა. 

    გაწევრიანებისთანავე, საჩუქრად, “ტაქსი24-ი” თქვენს ყულაბაში შეიტანს 1 ლარს.

  6. საჭიროა ტაქსი 24-ის ოფისში მისვლა და სპეციალური პროგრამის ჩაწერა მობილურ ტელეფონში, რომელიც შეგატყობინებთ ახალი გამოძახების შესახებ. მისამართი: ყაზბეგის 14ბ, ჯანმრთელობის სახლის გვერდით.


როგორ ჩავიბარო გამოძახება?
  1. მობილურ ტელეფონში გახსენით გვერდი taxi24.ge/m
  2. თავისუფალ გამოძახებათა სიაში აირჩიეთ სასურველი გამოძახება
  3. მიუთითეთ გამოძახების ადგილზე მისვლის დრო.
  4. დააჭირეთ ღილაკს “ჩავიბარებ” ან შეგიძლიათ თავად შესთავაზოთ მგზავრს თქვენთვის სასურველი ტარიფი. თქვენს მიერ შეთავაზებულ ტარიფზე მგზავრის თანხმობის შემთხვევაში ან გამოძახების თქვენს მიერ ჩაბარების შემდეგ, მიიღებთ შეტყობინებს სადაც გამოჩნდება მგზავრის მობილურის ნომერი, ასევე, მგზავრი SMS საშუალებით მიიღებს თქვენ მობილურ ნომერს

  5. გამოძახების ადგილზე მისვლისას დაურეკეთ მგზავრს და შეატყობინეთ მისვლის შესახებ.

ყოველ გამოძახებას მითითებული აქვს გამოძახების ადგილი, დანიშნულების ადგილი, ტარიფი, გამოძახების განთავსებიდან გასული დრო, გამოძახების გაუქმებამდე დარჩენილი დრო.


როგორ დავხურო გამოძახება?
  1. მგზავრის დანიშნულების ადგილზე მიყვანის შემდეგ, დააჭირეთ ღილაკს “მივიყვანე”. შედეგად, თქვენ ყულაბაში არსებულ თანხას მოაკლდება გამოძახების ტარიფის 10%

  2. იმ შემთხვევაში თუ არ დააწვებით “მივიყვანე” ღილაკს, ვერ აიღებთ ახალ გამოძახებას

როგორ შევავსო ყულაბა?
ყულაბის შევსება შესაძლებელია თიბისი ფეის აპარატის მეშვეობით
  1. თიბისი-ფეის აპარატის ეკრანზე დააჭირეთ ღილაკს “სხვადასახვა”
  2. გადადით მე-3 გვერდზე და დააჭირეთ “თავისუფალი ტაქსის” ლოგოს
  3. შეიყვანეთ მობილური ნომერი და და დააჭირეთ ღილაკს “შემდეგ”
  4. თუ ტელეფონის ნომერი სწორია, ეკრანზე გამოჩნდება თქვენი ავტომობილის ნომერი. დააჭირეთ ღილაკს “შემდეგი”
  5. შეიტანეთ თანხა, მინიმუმ 1 ლარი. თანხის ჩარიცხვის შემდეგ მიიღებთ დამადასტურებელ SMS შეტყობინებას

დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაგვირეკეთ ნომერზე: 0322 42 00 00, ან მობრძანდით მისამართზე: ყაზბეგის 14ბ, ჯანმრთელობის სახლის გვერდით

ცნობარი